“მე ფიცი სამშობლოს წინაშე მაქვს დადებული, ვაღიარებ მხოლოდ იმ პრეზიდენტს, რომელიც ლეგიტიმურია” – გიორგი თავდგირიძე

13 hours ago 3

როგორც ოფიცერი, შემიძლია ვთქვა, რომ მე ფიცი სამშობლოს წინაშე მაქვს დადებული, ვაღიარებ მხოლოდ, იმ პრეზიდენტს, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და ლეგიტიმურია, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა მას (სალომე ზურაბიშვილს) ექნება, ვიდრე, ახალი არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტი არ აირჩევა”  – ამის შესახებ პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა:

“საჭიროა, ერთიანი ფორუმი სახალხო ლეგიტიმაციით, ძალიან მარტივი თემაა, წინააღმდეგობის ფრონტი, სახალხო ფორუმის ფორმატით. რაც უფრო მეტი საზოგადოებრივი ჯგუფი გაერთიანდება მით უფრო დიდი იქნება ლეგიტიმაცია და მით უფრო ჯანსაღი იქნება პოლიტიკური პროცესი.

ამ ეტაპზე არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც რომელსაც ხელისუფლება უზურპირებული აქვს “ქართული ოცნების” სახით, ჩვენ საპირწონედ უნდა შევქმნათ ასევე, ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა”

სრულად წაკითხვა