,,მეგობარია… ხან ვშორდებით, ხან ვრიგდებით” – რას ჰყვება ქეთათო ახალ ურთიერთობაზე?

1 month ago 12

რას ჰყვება ქეთათო პოპიაშვილი პირად ცხოვრებაზე, ირაკლი ჩარკვიანის სიყვარულსა და ახალ ურთიერთობაზე

ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი ეკა ჩხე­ი­ძის გა­და­ცე­მა­ში „პირ­ვე­ლი სტუ­დია“ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უბ­რობს. მუ­სი­კო­სის თქმით, ის და მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი რვა წე­ლია ერ­თად არი­ან. ხან შორ­დე­ბი­ან, მერე ისევ რიგ­დე­ბი­ან. გა­და­ცე­მა­ში პარტნი­ო­რის ვი­ნა­ო­ბას არ აკონ­კრე­ტებს, თუმ­ცა ორი წლის წინ ბაია დვა­ლიშ­ვილ­თან გა­და­ცე­მა­ში გი­ვი­კო ფან­ცუ­ლა­ი­ა­ზე პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა სა­ჯა­როდ…

– წლე­ბია მაქვს გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. მე­გო­ბა­რია თუ ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია, ხან ვშორ­დე­ბით, ხან ვრიგ­დე­ბით, მაგ­რამ ახლა ისე გა­მო­ვი­და, რომ უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ვართ. არაფ­რის სტა­ტუსს არ ვი­ნარ­ჩუ­ნებ. რო­გორც თა­ვი­დან არ წავ­სულ­ვარ და ირაკ­ლის­თან ხელი არ მო­მი­წე­რია, ახ­ლაც ასეა.

– ირაკ­ლი­ზე დღემ­დე ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით ლა­პა­რა­კობ, არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

– ირაკ­ლი­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კობს სიყ­ვა­რუ­ლით. ვა­ფა­სებ ადა­მი­ანს რო­მე­ლიც ამ უამ­რავ ნი­უ­ანს იღებს. ეს ჩემ­თვის უკვე ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ის თა­ვის­თა­ვად არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნის­გან ჩემ­თვის. ადა­მი­ა­ნებს სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე არ შეგ­ვიძ­ლია ცხოვ­რე­ბა. ყველ­გან ამას ვე­ძებთ. ზოგი მერე ამ სიყ­ვა­რუ­ლის და­ნაკ­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბით აი­ნა­ზღა­უ­როს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა სუ­ლი­ერ არ­სე­ბას სჭირ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი და ამის გა­რე­შე ცო­დო­ე­ბი ვართ.

სრულად წაკითხვა