,,მეგობარს გადაფარებია და უკნიდან “შტირი” გაუყრიათ… 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა” – შემზარავი მკვლელობის დეტალები

4 hours ago 2

თბი­ლის­ში 25 წლის მიშო ქავ­თა­რა­ძე მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა ვარ­კე­თილ­ში მოხ­და. ასე­ვე დაჭ­რი­ლია მოკ­ლუ­ლის მამა და კი­დევ ორი პირი. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი, 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.გ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

AMBEBI.GE მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას დე­ი­დაშ­ვილს ანი ფა­ცა­ცი­ას ესა­უბ­რა:

“ჩათ­ვა­ლეთ, რომ მიშო ჩემი ძმაა… იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, უკა­ნა ეზო­ში ვი­ღაც ბი­ჭე­ბი მო­ვიდ­ნენ და მათ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. ჩხუ­ბის დროს ბი­ძა­ჩე­მი – ბესო ჩა­ვი­და ეზო­ში ბი­ჭე­ბის მო­სა­რი­გებ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს გა­ირ­კვა, და­ლაგ­და სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ ის ბი­ჭე­ბი უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და მი­შოს და მის ძმა­კა­ცებს თავს დას­ხმი­ან. ამ ბი­ჭებს მიშო არ იც­ნობ­და, უბ­რა­ლოდ, უბ­ნე­ლე­ბი ჰგო­ნე­ბია და შო­რი­დან და­უ­ძა­ხი­ათ, ისი­ნი აშა­რე­ბი­ან, გა­ი­ა­რეო, და ამას მოჰ­ყვა მთე­ლი ამ­ბა­ვი. ერთ-ერთს, მან­ქა­ნა­ში მჯდომს, რო­მე­ლიც ამ ამ­ბავს შე­ეს­წრო, და­უ­ნა­ხავს, რომ 4 ბიჭი ერ­თმა­ნეთ­ზე იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლი, ერ­თმა­ნეთს იცავ­დნენ – ანუ ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ბი­ძა­ჩე­მი და მისი ორი მე­გო­ბა­რი ცდი­ლობ­დნენ ერ­თმა­ნე­თი გა­და­ერ­ჩი­ნათ. ჩვე­ნებს არც ერთს არ ჰქო­ნია ია­რა­ღი, ერ­თმა­ნეთს აშ­ვე­ლებ­დნენ, უბ­რა­ლოდ. ბი­ძა­ჩემს ბევ­რი მძი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს და­ნით, ის ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის, ბი­ჭებს გა­და­ე­ფა­რა.

მე­გობ­რებს გა­და­ფა­რე­ბუ­ლი მი­შოს­თვის უკ­ნი­დან “შტი­რი” (წვრი­ლი და გრძე­ლი, ბას­რი სა­გა­ნი) გა­უყ­რი­ათ. ბი­ჭე­ბი რომ ყვი­როდ­ნენ, დაჭ­რი­ლე­ბი ვარ­თო, დაჭ­რილ­მა მი­შომ თა­ვი­სი ხე­ლით ჩას­ვა ისი­ნი მან­ქა­ნა­ში, არც უთ­ქვამს, რომ ისიც დაჭ­რი­ლი იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­სულს გა­უ­ჩერ­და გული, იქ და­ლია სული. ბი­ძა­ჩემს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს გულ­ში, ყელ­ში, ფილ­ტვიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს…

იმ ორ ბი­ჭ­საც ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და და ახლა პა­ლა­ტებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ექი­მე­ბი ბი­ძა­ზე არც ფიქ­რობ­დნენ, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. მიშო დე­ი­და­ჩე­მის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. დე­ი­და ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, 8 წლის უნა­ხა­ვი შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად მოფ­რი­ნავ­და, აე­რო­პორ­ტში უნდა დახ­ვედ­რო­და. გუ­შინ ჩა­მოფ­რინ­და, არ იცო­და შვი­ლის ამ­ბა­ვი, მო­ვა­ტყუ­ეთ, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო. ისე­თი გამ­წა­რე­ბუ­ლია, მეტი არ შე­იძ­ლე­ბა…

ახლა დას­ტი­რის, ყვე­ლამ გა­ი­გოს, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მო­მიკ­ლეს და მწა­რედ უნდა და­ი­სა­ჯონ მკვლე­ლე­ბიო. ამ ამ­ბავს დე­ი­დას გამო არ ვა­სა­ჯა­რო­ებ­დით. ის მიკ­ვირს, რომ თქვენს გარ­და რე­ა­გი­რე­ბა არა­ვის მო­უხ­დე­ნია და მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა – მკვლე­ლებს ვი­ღაც ხომ არ მფარ­ვე­ლობს? მკვლე­ლე­ბი არ ვიცი, ვინ არი­ან, ჭო­რის დო­ნე­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი არი­ან.

შსს-დან რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ვი­ღე, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლია, მკვლე­ლი გუ­შინ და­ა­კა­ვეს გორ­ში. მათ გვა­რებს არ გვე­უბ­ნე­ბი­ან… მიშო სწავ­ლობ­და, სპორ­ტი­თაც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, პა­ტარ-პა­ტა­რა ბიზ­ნე­სე­ბიც ჰქონ­და, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი და ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. მას მე­უღ­ლე და 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა დარ­ჩა. მოგ­ვიკ­ლეს ბიჭი, რო­მე­ლიც ქველ­მოქ­მე­დე­ბის გარ­და არა­ფერს აკე­თებ­და. რა ვიცი, სა­ო­ცა­რი ბიჭი გა­მოგ­ვე­ცა­ლა ხე­ლი­დან“…

სრულად წაკითხვა