ცნობილმა იუთუბერმა და მერაბ დვალიშვილის მეგობარმა ვატო ღვინჯილიამ მაგდი ამაჩოვის საკითხზე დეტალურად ისაუბრა:
“მე ვიყავი პირველი ის ადამიანი ვინც მაგდი ნახა. ყველამ იცით მერაბი როგორ დაეხმარა მას, აქ არ მოვყვები ამ ყველაფრის შესახებ. როდესაც მერაბისა და უმარის ბრძოლა დაანონსდა, იმ დღეს ან მეორე დღეს მაგდიც იყო ჩვენთან დარბაზში. ვარჯიშის შემდეგ ჩაიმუხლა და თავი დადო ტატამზე. “დაგრუზული” იყო, ტიროდა თუ რაღაცას შვებოდა… არავინ არ მივიდა, ავდექი და გამოვიყვანე გვერდით და ვეკითხები ასეთ რაღაცას რა მოხდათქო. ძალიან უხერხულად ვგრძნონ თავსო, მერაბისა და უმარის ბრძოლა, რომ ჩაინიშნაო. რა ვქნა არ ვიციო… მე თავიდავნე დავუფიქსირე ჩემი აზრი… მოკლედ იმ მომენტში მე რა რჩევაც მივეცი იყო, თუ მე როგორ მოვიქცეოდი ასეთ შემთხვევაში. გავხდებოდი ნეიტრალური, არაფერს არ დავპოსტავდი, არაფერს არ ვილაპარაკებდი, არცერთ თემას არ შევეხებოდი. არც ვივარჯიშებდი არც ერთთან და არც მეორესთან. თან თვითონ როგორც თქვა მერე და დაპოსტა - მერაბი ჩემი მეგობარია და ისეთ რთულ მომენტებში გამომიწოდა დახმარების ხელი და ასე შემდეგ… თუ უმარი მისი უფროსი ძმა არის და “ზემლიაკი” თვითონ როგორც ამბობს და ასე შემდეგ… ყველაზე კარგად როგორ უნდა მოქცეულიყო, დაეჭირა ნეიტრალური მხარე… რაზე ვლაპარაკობ უბრალოდ, როგორი საცემია ტიპი. ვინმეს კი არ ვაკნინებ, ან რამე ცუდი კი არ მინდა ვთქვა, პირიქით მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისაც გული შეტკივა ამ ყოველივეზე, რადგან ახლო ურთიერთობა მქონდა იმ ადამიანთან საქმიდან და თემიდან გამომდინარე, რითაც დაკავებული ვიყავით. გვიწევდა ყოველდღიური შეხება და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესე მოხდებოდა და ესე გააკეთებდა ყველაფერს”. - განაცხადა ვატომ.
ცნობისთვის, მერაბი უმარს 18 იანვარს დაუპირისპირდება.