ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ძლიერმა მეწყერმა ათზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაანგრია – ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი, ხოლო 34 მოქალაქის ძებნა ამ წუთებშიც გრძელდება.
ჩინური მედიის ცნობით, ნიადაგის ჩამოშლამდე ცოტა ხნით ადრე საფრთხე ადგილობრივმა სამსახურებმა შეამჩნიეს და ევაკუაცია გამოაცხადეს, თუმცა 18 ათასი კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ ხალხი გაქცევის მომენტში მოიყოლა.
შემთხვევის ადგილზე ახლაც მუშაობს 800-ზე მეტი მაშველი და მძიმე ტექნიკა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიიდან ათასზე მეტი ადამიანია გაყვანილი, ხოლო დასახლებაში სრულად გათიშულია ელექტროენერგია და გაზი.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·