აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, როგორც წესი სანქციების შესახებ წინასწარ არ ავრცელებენ.
“როგორც იცით სანქციებზე ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ ვსაუბრობთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ. თქვენ უკვე ნახეთ, რომ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დავაწესეთ, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მივიღეთ სხვა ზომები, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს”, – განაცხადა მილერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, “აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას”.