1
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ალეკო ელისაშვილის მიერ ალი ბაბაევზე თავდასხმის შეფასება სთხოვეს, თქვა:
„სიმართლე გითხრათ, პოლიტიკამდე კი არა, პოლიტიკაში რამდენიმე წლის ყოფნის შემდეგაც ალბათ ამას ვერ წარმოვიდგენდი, რაც მე შევძელი. გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ, რომ ჩემ წინ პოლიტიკოსობამდე ცხოვრებიდან ვინც მიცნობს, მიხვდება რასაც ვლაპარაკობ. ეს ბიჭი მე მიცნობდა 1995 წლიდან. ახლოს არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის შესახებ რაღაცები ვიცოდით. ჩემი მეგობრების მეგობარი იყო სხვათა შორის. მაგას თუ გაბედავდა ჩემთან მიმართებაში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. როგორც პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძის კი არა, ზოგადად, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ რაც გაბედა, მაგრამ რომ დაგავალებენ, ეტყობა მერე ბედავ. რომ დაგავალებენ ან რომ აგაგდებენ, ორიდან ერთია, მერე ბედავ ეტყობა.
ჩემ თავზე მაღლა დავდექი და შევძელი, რომ არათუ შურისძიებაზე მეფიქრა მარაზმის, არამედ, სამომავლო პრევენციას ვახდენ ახლაც კი, ამ ტრიბუნიდან, ვიდეოებს რომ მიგდებენ ამას რა ვუყოთო, მე ვეუბნები ხოლმე, ხომ არ გააფრინეთ, დამშვიდდით, რა უნდა უყოთ. ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მე თავს დამესხმებოდა, ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი მით უმეტეს. ამიტომ, ეს შეაფასოს გამომძიებელმა, პროკურორმა, მე დანარჩენი ამაზე რაც შეიძლებოდა მაქსიმუმი ვთქვი“
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტის სხომაზე, მამუკა მდინარაძეს სახეში გაარტყა.
მდინარაძე ბოლო პერიოდია, სკანდალური განცხადებებით გვანებივრებს, წინა ჯერზე აღიარა, რომ გურამ როგავას შემთხვევით არ უცემიათ, ახლა კი, აცხადებს, რომ მას, პოლიტიკოსს ეკითხებიან, რა უნდა უყონ ალეკო ელისაშვილს, მაშინ როცა ის არც სამართალდამცელია და არც პროკურორი. იგი ამბობს, რომ იცავს მას და პრევენციას ახდენს, შესაბამისად, გამოდის, რომ არ იცავდეს და რომ გასცეს მისი ცემის ბრძანება – შეასრულებენ და მსგავსი ბრძანების გაცემის შესაძლებლობა აქვს? ვინ არის ის ადამიანები, ვისაც პასუხობს ხოლმე, ხომ არ გააფრინეთო, უცნობია, თუმცა, მდინარაძე, როგორც ჩანს, იმდენად შევიდა ძალაუფლების ხიბლში, იმასაც კი არ ამბობს, ვპასუხობ, მე რატომ მეკითხებით, რა ჩემი საქმეა, რომელი პოლიციელი ან პროკურორი მე ვარო.
მდინარაძის კომენტარს ტვ იმედი ავრცელებს.
მდინარაძის სკანდალური აღიარება – როგავა სპეცრაზმის სამიზნე იყო – “ვიცი, რას აკეთებდა მანამდე”