UFC-ის რუსმა მებრძოლმა, ისლამ მახაჩევმა მერაბ დვალიშვილის შესახებ თქვა, რომ ქართველი სპორტსმენი მოპოვებულ საჩემპიონო ქამარს არცხვენს.
მერაბ დვალიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ უმარ ნურმაგომედოვი ქამრის ერთადერთი პრეტენდენტია, თუმცა ის ხან ვის იწვევს, ხან ვის.
ის ამბობს, რომ უმარმა შეურაცხყოფა მიაყენა, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით იყო. ის მეცოდება, მოპოვებულ ქამარს არცხვენს.
- თქვა მახაჩევმა დვალიშვილზე.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება 19 იანვარს გაიმართება.