ექიმი გიგი ორაგველიძე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ქართულ შოუბიზნესში და მუსიკალური კომპოზიციებითა და სიმღერებით უკვე შეიძინა თავისი მსმენელი. ცოტა ხნის წინ მისი კიდევ ერთი სიმღერა გამოჩნდა _ „მე წვიმის წვეთი ვარ“, რომელსაც მერაბ სეფაშვილი ასრულებს.
– საინტერესო გამოვიდა, თუმცა მას მსმენელი შეაფასებს. მინდა. მადლობა ვუთხრა გიგი ორაგველიძეს. მას თავისი მიგნებები აქვს. აგრეთვე ავიკო ოშხერელსაც დიდი მადლობა, არანჟირებაზე მან იმუშავა, – ამბობს მერაბ სეფაშვილი „ფორტუნა პლუსთან“, სადაც უკვე ტრიალებს „მე წვიმის წვეთი ვარ“.
-ამ სიმღერის ტექსტი ინგლისურად ჩაწერა აჩი ოშხერელმა, მისი ქართული ტექსტი მაია ხოფერიამ (გიგი ორაგველიძის დედა, პოეტი მაია ხოფერია, რედ.შენ.) დაწერა, მუსიკის ავტორი მე ვარ. ზოგადად ადამიანები მთელი სამყაროს ნაწილი ვართ, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. ამ სიმღერაში ძალიან დიდი, ღრმა აზრი და იდეა დევს, – ამბობს გიგი ორაგველიძე „ფორტუნა პლუსთან“.
…
გიგი ორაგველიძე „სარკესთან“ თავის პროფესიულ არჩევანსა და მუსიკაზე ყვება.
_ გიგი, ექიმები მუსიკალურ სფეროში იშვიათი არ არის. საიდან მოდის თქვენი ინტერესი მუსიკის მიმართ?
_ მუსიკის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როდესაც სიარულიც კი არ შემეძლო კარგად. განსაკუთრებით კლავიშანი ინსტრუმენტი მიზიდავდა. დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით.
მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, მის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია. ასეთი დამოკიდებულება დამსახურებაა ჩემი პირველი პედაგოგის, ლია ეგიბიასი. დღეს თუ რამეს ვაკეთებ მუსიკაში, სწორედ ამ ქალბატონის წყალობით.
_ რატომ არ გაჰყევით მუსიკას პროფესიულად, რატომ აირჩიეთ ექიმობა?
_ ჩემს ექიმად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა აღმზრდელმა ბებიამ. თავადაც ჩართული იყო სამედიცინო სფეროში და ძალიან უნდოდა, მეც ეს სფერო ამერჩია. ოლღა ბებიასავით ამბობდა, ჩემი შვილიშვილი დოქტური უნდა გამოვიდესო. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც სამედიცინოზე ჩავაბარე. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს საქმე ისე შემიყვარდა, რომ დღეს თეთრი ხალათის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი.
_ რა არის მუსიკის წერისას თქვენი მუზა?
_ სულ შეყვარებული ვარ ყველაზე და ყველაფერზე. რაც მამა გავხდი, ჩემი შვილი ბევრი კომპოზიციის ინსპირაცია გამხდარა, მეუღლისთვისაც მიმიძღვნია მუსიკა. საერთოდ, მიყვარს ადამიანები და ურთიერთობები.

21 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·