როგორც მოგეხსენებათ, პიოტრ იანმა დევინსოს ფიგერედო უშანსოდ დაამარცხა და საჩემპიონო ამბიციებიც გაუჩნდა.
იანმა მერაბის შესახებ საინტერესო განცხადება გაავრცელა:
“ცხადია, საბოლოოდ გადაწყვეტილება UFC-იმ უნდა მიიღოს, მაგრამ მერაბთან დაპირისპირებაზე თანხმობას ვაცხადებ. შემიძლია ვთქვა, რომ დვალიშვილს ცალი ხელით ვეჩხუბე. მხრის კუნთი მქონდა გაწყვეტილი და ხელს დარტყმებისთვის საერთოდ ვერ ვიყენებდი”. - განაცხადა იანმა.
ცნობისთვის, მერაბისა და იანის პირველი დაპირისპირება მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.