19 იანვარს მერაბ დვალიშვილი ტიტულის დასაცავად ოქტაგონზე პირველად გავა, მისი მეტოქე კი რუსი უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
აი, როგორ ემზადება მერაბი მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ:
ძლიერი მეტოქეა, მაგრამ მასზე არ ვფიქრობ. ვაპირებ, რომ ჩემი უნარები ბოლომდე წარმოვაჩინო. თავიდან ბოლომდე ჩემს თავზე ვარ ფოკუსირებული. მოძულეებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მოძულეები ჯონ ჯონსსაც კი ჰყავს.
ვმუშაობ საკუთარ თავზე, რათა კიდევ უფრო ძლიერი ვიყო. იცით რატომ ვაკოცე ომალის ბრძოლის დასრულებამდე 10 წამით ადრე? იმიტომ, რომ ყველაფერს ბოლომდე ვაკონტროლებდი.
- ამბობს მერაბი.