“მერიაში გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ორი ტრაქტორი ჰყავთ და ამათგან ერთი – გაფუჭებული” – მოქალაქე

1 month ago 10

გურიის მსგავსად, კრიტიკული ვითარებაა იმერეთში – ზესტაფონის მკვიდრნი დახმარებას ითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ უკვე ერთი კვირაა ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გარეშე არიან დარჩენილები.

ადგილობრივებს მედიკამენტებიც ეწურებათ, გზები კი ამ დრომდე გაუკვალავია, რაც რისკის წინაშე აყენებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერთ-ერთი მოქალაქე “პირველებს” უყვება, რომ იმერეთის მაცხოვრებლები გზის გაწმენდის თაობაზე “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებთან ცდილობენ დაკავშირებას, თუმცა მათგან პასუხს იღებენ, რომ “მხოლოდ ორი ტრაქტორი ჰყავთ და ისიც ერთი გაფუჭებული”.

დაახლოებით ერთი კვირაა, აღარ არის ელექტროენერგია, არც წყალი, არც გაზი. მედიკამენტებიც ეწურებათ ასაკოვან ადამიანებს. ჩვენი სოფელი მაღალმთიანია და ყოველ წელს ასეთი სიტუაციაა, თუმცა წელს თოვლის საფარმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გზა გაკვალული არ არის. ფეხით ნასიარულებიც კი არ არის. თოვლი 2 მეტრს ცდება. სასწრაფო რომ დაგჭირდება, მისვლა შეუძლებელია. მამას თქმით, ვიცი, რომ გაზზე და წყალზე ლაპარაკი არ არის, რადგან დაგლეჯილია ყველაფერი და ალბათ, თვეობით ვერ მოვა. რაც შეეხება გზას, მერიაში რომ რეკავენ, გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ორი ტრაქტორი ჰყავთ და ისიც ერთი გაფუჭებული”. – განაცხადა მოქალაქემ. 

სრულად წაკითხვა