“მესამე ქვეყნების გემები” – ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტი

1 week ago 3

4

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X-ზე ავრცელებს.

პაკეტი სამიზნეში იღებს კომპანიებს რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებსაც ირიბად წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ გაძლიერებაში საექსპორტო აკრძალვებისადმი გვერდის ავლით.

[ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი] ელჩები ამ წამს შეთანხმდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საპასუხო სანქციების მე-15 პაკეტზე.

პაკეტი მეტ პირსა და ერთეულებს ამატებს უკვე არსებულ სასანქციო სიას, და სამიზნეში იღებს კომპანიებს რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებსაც ირიბად წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ გაძლიერებაში საექსპორტო აკრძალვებისადმი გვერდის ავლით.

მიღებული სანქციები ზღუდავენ მესამე ქვეყნების დამატებითი გემების საქმიანობას, რომლებიც ოპერირებენ რათა წვლილი შეიტანონ ან მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ამ ქმედებებს ეხმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა