მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკრასთან ორ ადამიანს თავს დაესხნენ. სავარაუდო თავდამსხმელების გარდა, პოლიცია ამ დრომდე ეძებს ერთ-ერთ მათგანს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან.
მესტიის მერის, კახა ჟორჟოლიანის თქმით, ის ვინც პოლიციამ უკვე გამოჰკითხა ქალია, მისი თანმხლები კაცის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. ჟორჟოლიანის თქმით, ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა გააჩერეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.