ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – 179-ე ყაჩაღობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების.
გავრცელებული ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.