WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მეტროსადგურის პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. ამის შესახებ მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ „რუსთაველზე“ ტექნიკური ხარვეზია, შესაბამისად, მატარებლები „ახმეტელიდან“ სადგურის მოედნამდე მოძრაობენ. სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მოძრაობა შეჩერებულია.

კომპანიის ცნობით, დაზიანებული მატარებლის მოხსნის შემდეგ, მოძრაობა აღდგება.