მეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებულები მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

2 days ago 2

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა მეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებული ორი კაცი. მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიჩნია, რომ 2000-ლარიანი გირაო დააზღვევდა მათგან ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს.

„შელაპარაკების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულს. კერძოდ, ხელი დაარტყეს სახის არეში, ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოუჭირა ყელის არეში. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი“, - თქვა საქმის პროკურორმა.

პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ არსებობდა დანაშაულის ჩადენის საფრთხე, თუმცა ამის მიუხედავად გიგა შუბითიძისა და აკაკი ფიჩხაურისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი არცკი დაუყენებია.

პროკურორმა 3000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულების თხოვნა, მათ „შეღავათი გაუწია“ და 2000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ამ თანხის გადასახდელად მათ 30-დღიანი ვადა აქვთ.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა