როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელს "უოტფორდმა" გიორგი ჩაკვეტაძე საბოლოოდ გამოისყიდა.
მას შემდეგ, რაც ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონშიპის გუნდის საკუთრებაში გადავიდა ის კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.
აღსანიშნავია, რომ გუნდთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ჩაკვეს წლიური ანაზღაურება 1.3 მილიონი ფუნტი იქნება.
საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ამ სეზონში არაჩვეულებრივად გამოიყურება და თავი საგოლე მოქმედებებით არაერთხელ გამოიჩინა.
აქვე გეტყვით, რომ გიორგის "უოტფორდთან" კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.