WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.

ინფორმაცია ეპარქიის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა, სადაც ასევე ნათქვამია:

“ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის”.

შეგახსენებთ, უკრაინაში მებრძოლი ქართველის ზაალ ლატარიას შვილს, ლანას, რომელიც ციხისძირში, სეფსისით გარდაიცვალა, ზუგდიდში დღეს, 6 აგვისტოს დაკრძალავენ.