ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ის არ უცემიათ და ვარჯიშისას, მსუბუქად დაშავდა:
მინდა გამოვეხმაურო ასევე იმ ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ–ერთმა არარაობამ, მოღალატე ბაჩიაშვილმა და გახარიამ… მეუხერხულება, ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საჭიროება, მივიდეს ექიმთან, მსუბუქი დაიზანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ასეთი ამაზრზენი ტყულები მოიგონეს. ეს ყველაფერი არის დიდი ტყუილი.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ოცნებაში ხელჩართული ჩხუბია გაჩაღებული, თუმცა, გვარები არ დაუსახელებია.