მან სასჯელის გამოცხადებამდე თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომტკიცებულებები: „ჩემს დასკვნაში ვიდეოჩანაწერებს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“.
სასჯელი:
- აქტივისტი ნანა სანდერი დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
- აბო ნავერიანი 5 წლით დააპატიმრეს;
- 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს მარიამ მეყანწიშვილს. მას ყველაზე მსუბუქი მუხლით ედავებოდნენ - ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება;
- ანტონ უპერი დამნაშავედ ცნეს და 5 წელი მიუსაჯეს - ის საქართველოში არ იმყოფება და მის დასაკავებლად ძებნა გამოცხადდება.
ბრალდებულებმა განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლეს მიმართეს:
- მარიამ მეყანწიშვილი: „ვარ ძლიერი და ამაყი იმიტომ, რომ სოლიდარობა გვაძლებინებს… მიუხედქვად იმისა, რომ არ მაქვს პოზიტიური განწყობა, რომ ციხეში არ აღმოვჩნდები, თქვენს წინ ვდგავარ, ქალბატონო თამარ ამაყი, რადგან რაშიც ბრალი მედება არ ჩამიდენია... ჩვენი ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით!“
- აბო ნავერიანი: „მადლობა ყველას, ვინც ქვეყნისთვის იბრძვით, აუცილებლად დავიბრუნებთ მიტაცებულს!“
- ნანა სანდერი: „თავს ვცნობ უდანაშაულოდ და თითოეულ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს დგას, თვალებში ჩავხედო, ერთი წამი არ მექნება სინდისის ქენჯნა, რომ ჩემი მიზეზით ვინმეს დაუშავდა რამე. მაღალი მგრშნობელობა მაქვს, ტკივილის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ ვარ ვეგანი, მწერიც რომ დაზიანდეს, ჩემ გამო სინდისის ქენჯნა მაქვს… არაფერი დამიორგანიზებია, ჩემი მიზეზით, რომ ვინმე დაშავებულიყო აუცილებლად შემაწუხებდა სინდისი, მე რაც მაწუხებს მეცხრე თვეა ეს არის არაადამიანური მოპყრობა და პირობები, მეცხრე თვეა ჩემი წამება არ დასრულებულა…
ჩემს სახელსა და გვარში მაქვს ჩემი სამშობლო და სახლი გაერთიანებული - სამშობლო საქარათველოა, გერმანია - სახლი, სადაც ვარ დაცული [მადლობას უხდის გერმანიას]“.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმის განაჩენი
2025 წლის 4 ოქტომბრის, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე ბრალდებული იყო 64 ადამიანი. მათგან მხოლოდ მეყანწიშვილს შეუფარდეს ჯარიმა, დანარჩენებს, ვინც უარი თქვეს საპროცესო შეთანხმებაზე, პატიმრობა მიუსაჯეს.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ამ საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს:
- ზურაბ ჭავჭანიძეს („ბათუმელი მედროშე“);
- ამირან დოლიშვილს;
- ვლადიმერ გველესიანს;
- ალექსანდრე ჩილაჩავას;
- გენადი კუპრეიშვილს;
- სულხან ტუღუშს;
- რამაზ მამულაძეს;
- ანტონ ვარდანიძეს;
- გიორგი ჩახუნაშვილს;
- დავით ჟღენტს;
- კონსტანტინე კოკაიას;
- ზაქრო ალბუთაშვილს;
- კახაბერ მჟავანაძეს;
- დავით სტურუას;
- ია დარახველიძეს;
- მანუჩარ მიქელაძეს;
- აბო ნავერიანს;
- ნანა სანდერს;
- ანტონ უპერს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს:
- ალექსანდრე ხაბეიშვილი;
- ბექა ქელეხსაშვილი;
- გიორგი მულაძე;
- მამუკა ლაბუჩიძე;
- გურიელ ქარდავა;
- თემურ ქურციკიძე;
- ვახტანგ ფიცხელაური;
- და ავთანდილ სურმანიძე;
- სერგო მეგრელიშვილი;
- გიორგი რურუა;
- გიორგი ქორქია;
- ლაშა ივანაძე;
- ლევან ჯიქია;
- ხვიჩა გოგოხია;
- ალექსანდრე გოგოლაძე;
- გოჩა ყატაშვილი;
- სულხან ამბალავა;
- რამაზ ჯორბენაძე;
- ჯანრი თირქია;
- გენადი კეხილაშვილი;
- დავით ღურწკაია;
- ევა შაშიაშვილი.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ:
- საბა კორძაიას (დამატებით 6-თვიანი პატიმრობა);
- სიმონ მახარაძეს;
- კახაბერ კვაჭანტირაძეს;
- გია თოლორაიას;
- მიხეილ თოლორაიას;
- ავთანდილ თოფჩიშვილს;
- იური ლომიძეს;
- დავით გიუნაშვილს;
- გიორგი ტალახაძეს;
- ბექა მაჭავარიანს;
- გიორგი კირვალიძეს;
- კობა ეპიტაშვილს.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·