მეც და დანარჩენი მშობლები ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას!- ანდრო ჭიჭინაძის დედა

19 hours ago 2

ოლიგარქის რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა სხვა დაკავებულების მშობლებთან ერთად, ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს:

“ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე, დანარჩენ მშობლებზე. ფიქრობენ რომ გავტყდებით. ალბათ პატიმრებზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. მაგრამ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ -არ გავტყდებით, არ გვეშინია! ჩემი შვილი და ყველა ის ბავშვი, ვინც იქ სხედან, ყველაზე თავისუფლები არიან. დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები, როგორც 37 წელს იყო – იჭერდნენ ყველაზე კარგებს, ჭკვიანებს… ეს ნათელია… დევნა მიდის ჭკუაზე, პატრიოტიზმზე – ეს არის ბოლშევიკური მეთოდი და აქედან ვერ გამოვედით.

მეც და დანარჩენი მშობლები ვიწყებთ ნამდვილად შეუპოვარ ბრძოლას! ნამდვილად დიდი ძალა მაქვს. გონს მოეგეთ! გამწარებულ დედებზე უარესი და საშიში არავინ არ არის!” – ამბობს ლიკა გუნცაძე “ფორმულასთან”.

ანდრო ჭიჭინაძის ტყვეობაში ყოფნის გამო ყველა სპექტაკლს აუქმებს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიც – “ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით” – აცხადებენ მსახიობები.

ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე, ბრალდების მხარე 16 იანვრის სასამართლო სხდომის მარტისთვის გადადებას მოითხოვს და მოტივად ასახელებს, რომ საკმარისი დრო არ ჰქონდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

სრულად წაკითხვა