მეცნიერებმა იშვიათი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანებს დღე-ღამეში 4-დან 6 საათამდე ძილის შემდეგაც კარგად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს, მაშინ, როდესაც უმეტესობას ამისთვის 8 საათი სჭირდება. შესაბამისი კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
საუბარია გენეტიკურ მუტაციაზე SIK3-N783Y, რომელიც მეცნიერთა გუნდმა მოდიფიცირებულ თაგვებშიც გამოიკვლია და დაადგინა, რომ ასეთ თაგვებსაც გამოსაძინებლად ნაკლები დრო სჭირდებოდათ.
ახალაღმოჩენილი მუტაცია ერთ-ერთია იმ რამდენიმე მუტაციათაგან, რომლებსაც მეცნიერები ძილის უფრო მოკლე რეჟიმს უკავშირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ასეთი ადამიანების გენეტიკის შესწავლით, ძილის დარღვევებისთვის უკეთესი მკურნალობის მეთოდების შემუშავებას შეძლებენ.

                        5 months ago
                        46
                    
    
    
    





                        English (US)  ·       
                        Georgian (GE)  ·