მეხსიერების გაუმჯობესების უძველესი და ეფექტიანი ტექნიკა, რომელსაც ბილ გეიტსი იყენებს

3 weeks ago 12

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, ტექნოლოგიების მაგნატი ბილ გეიტსი ცნობილია, აგრეთვე, იმით, რომ დიდ ყურადღებას აქცევს უნარებს, რომლებიც გონების სისხარტეს და პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. როგორც გეიტსმა გაამხილა, მის „არსენალში“ არის ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკა – მეხსიერების გაუმჯობესების უძველესი და ეფექტიანი ტექნიკა, რომელსაც „მეხსიერების სასახლე“ (Memory Palace) ეწოდება. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო ინფორმაციის დამახსოვრების და ორგანიზების ეფექტიანობის თვალსაზრისით.

„მეხსიერების სასახლეს“, რომელსაც ლოკის მეთოდსაც უწოდებენ (ლათინური სიტყვიდან:  locātio, განთავსება), ფესვები აქვს ძველ საბერძნეთში, სადაც მისი გამოყენება სიმონიდე კეოსელმა შემოიტანა.

ეს ტექნიკა ეფუძნება ნაცნობი ან წარმოსახვითი სივრცის ვიზუალიზაციას და მის კონკრეტულ ადგილებთან ინფორმაციის ნაწილის „დამაგრებას“. ამ გონებრივ რუკაში არსებულ კონკრეტულ ადგილებთან, როგორიცაა, მაგ., ოთახები, ავეჯი ან საგნები – მონაცემთა დაკავშირებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს მეხსიერების შენარჩუნება.

ტერმინი „ლოკი“, რომელიც ლათინურად „ადგილებს“ ნიშნავს, ხაზს უსვამს ამ მეთოდის სივრცით ასპექტს. ისტორიულად მას იყენებდნენ ორატორები და მეცნიერები რთული ინფორმაციების დასამახსოვრებლად ჩანაწერების გაკეთების გარეშე.

როგორ იყენებს ბილ გეიტსი ამ პრაქტიკას?

ტექნოლოგიების მაგნატმა „მეხსიერების სასახლე“ თავის ყოველდღიურ რუტინაში ჩართო, რათა უკეთესად მოახდინოს იდეების ორგანიზება და საჭირო დროს გაიხსენოს მნიშვნელოვანი დეტალები.

ისგი წარმოიდგენს მენტალურ გარემოს – სახლს, სასახლეს ან სხვა სივრცეს – და თითოეულ ინფორმაციას მასში არსებულ კონკრეტულ ელემენტებთან „ამაგრებს“.

მაგალითად, ბილ გეიტსმა შეიძლება პრეზენტაციის სხვადასხვა ნაწილი თავისი წარმოსახვითი სტრუქტურის სხვადასხვა ოთახში არსებულ ობიექტებთან დააკავშიროს.

როდესაც უნდა, რომ ეს ინფორმაცია მიიღოს, გეიტსი წარმოსახვით დასეირნობს ამ სივრცეში და დეტალებს მარტივად იხსენებს..

ეს პროცესი არა მხოლოდ ეხმარება მას, ეფექტიანად დაიმახსოვროს, არამედ საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანად დაალაგოს და გააანალიზოს რთული კონცეფციები..

ლოკის მეთოდი არ არის მხოლოდ გენიოსებისთვის ან მეცნიერებისთვის – ეს არის მრავალმხრივი ინსტრუმენტი, რომელიც ყველას შეუძლია გამოიყენოს მეხსიერებისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად.

გამოცდებისთვის მომზადება იქნება, პრეზენტაციის დაგეგმვა თუ ყოველდღიური დავალებების დამახსოვრება, მეხსიერების სასახლე ადაპტირებადი სტრატეგიაა.

დასაწყისისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაცნობი ადგილი, როგორიცაა თქვენი სახლი, ან გამოგონილი სივრცე. როდესაც ინფორმაციის თანმიმდევრულად უკავშირებთ გარკვეულ ადგილებს და აზრობრივად უბრუნდებით მათ. დროთა განმავლობაში ეს მეთოდი თქვენი ნაწილი გახდება. როდესაც ინფორმაციის გახსენება სჭირდება, ადამიანი მენტალურად „სეირნობს“ ამ სივრცეში და თანმიმდევრობით იხსენებს თითოეულ ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულ ადგილს, ასე ვთქვათ, „მიამაგრა“. .

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე: ნესვი ფასდაუდებელია მეხსიერების გაუმჯობესებისთვის და დეპრესიისგან გასათავისუფლებლად

რა ფენომენია სუპერმეხსიერება? – ადამიანის რეალური ზეუნარები

სრულად წაკითხვა