“მზად ვარ ვემსახურო საქართველოს და ამისთვის დავთმო ყველაფერი” – ბიზნესმენი კახა ხაზარაძე

2 weeks ago 6

3

ბიზნესმენი კახა ხაზარაძე წერს, რომ როგორც საკუთარ 1 600 დასაქმებულს ემსახურება ბოლო 30 წელი, ისეა მზად ემსახუროს ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

“მოგესალმებით მე ერთ-ერთი საქართველოს რიგითი მოქალაქე 30 წელია წარმატებით ვემსახურები 1600 ოჯახისგან შემდგარ კომპანიას, მაშასადამე ვემსახურები ჩემს ქვეყანას.

მზად ვარ ვემსახურო 3 700 000 -ს საქართველოს მოქალაქეს და ამისთვის დავთმო ყველაფერი, საკუთარი ჯანმრთელობის ჩათვლით,რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს თავისუფალ,დამოუკიდებელ და ევროპულ სამყაროში.მოგიწოდებთ ყველას, ერთად დავდგეთ და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს რომ ჩვენ ვართ ღირსეული ერი, რომელიც ყოველთვის იდგა და იდგება ისტორიის სწორ მხარეს, სადაც სამშობლოს მომავალს მხოლოდ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ქმნიან.

ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ცივილიზებული და ევროპული ოჯახის ნაწილი.

თავისუფლება მუდამ ბრძოლაა,მათ შორის საკუთარ თავთან,რომ იყო განსხვავებული და მაგალითი სხვისთვის,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. უბრძოლველად არაფერი არ მოიპოვება, მათ შორის სიყვარულიც…

ძალა ერთობაშია!”, – წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა