მზექალა შანიძის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვა თანამშრომლების განცხადება ევროპული კურსის მხარდასაჭერად

2 weeks ago 13

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ისინი გმობენ დემონსტრანტებზე ძალადობასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:


კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ:

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია.

დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა!

ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას!

1. მზექალა შანიძე – აკადემიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი კონსულტანტი.
2. მაია რაფავა – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
3. მზია სურგულაძე Mzia Surguladze – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. ლია ახობაძე Lia Akhobadze – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
5. მაია მაჭავარიანი Maia Matchavariani – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
6. თამარ ოთხმეზური – სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
7. ნინო მელიქიშვილი – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
8. ნანა ჩიკვატია – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
9. ვასილ თარგამაძე Vasil Targamadze – დიგიტალიზაციის ლაბორატორიის უფროსი.
10. ნესტან ბაგაური – საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი.
11. შალვა გლოველი Shako Gloveli – სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი
თანამშრომელი.
12. ლელა გოცირიძე Lela Gotsiridze – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი.
13. თამარ დვალიშვილი Tata Td Dvalishvili – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი.
14. ასმათ გვაზავა Asmat Gvazava – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი.
15. სოფიო ცერცვაძე Sopo Tsertsvadze – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი
16. თემო ჯოჯუა Temo Jojua – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
17. ესმა მანია Esma Mania – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
18. ნათია ხიზანიშვილი Natia Khizanishvili – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
19. ნინო კობაური Nino Kobauri – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი.
20. ნიკოლოზ ჟღენტი ნიკოლოზ ჟღენტი – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
21. თეა ქართველიშვილი Tea Kartvelishvili – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
22. ქეთევან ტატიშვილი Ketevan Tatishvili – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
23. ნათია ვეკუა Natia Vekua – საქმისწარმოების სამსახურის გაციფრებისა და ელექტრონული ბაზის კოორდინატორი.
24. ირინე ლეჟავა Irina Lezhava – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
25. ქეთევან პატარიძე Qetusia Pataridze – ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
26. ქეთევან ხითრიშვილი Qeti Khitarishvili – არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
27. შორენა მურუსიძე Shorena Murusidze – არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
28. ქეთევან პეტრიაშვილი-ცუცქირიძე Keti Petriashvili – არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი.
29. ლანა გრძელიშვილი HaeLan Vaim – საგამომცემლო სამსახურის უფროსი
30. ხათუნა გორდეზიანი Khatuna Gordeziani – ადამიანური რესურსების მართვისა და მონიტორინგის კოორდინატორი.
31. დიმიტრი გურგენიძე – დიგიტალიზაციის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი.
32. ელენე ჩაგელიშვილი – არქივთმცოდნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
33. ნინო ქავთარია – ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
34. ნუცა კვერნაძე – კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის სპეციალისტი, რესტავრატორი.
35. თამარ ჟღენტი – საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი.
36. ეთერ ედიშერაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
37. ნუცა ციციშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
38. ნათია მიროტაძე – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
39. ირაკლი გელაშვილი – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
40. ვლადიმერ კეკელია – არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
41. Მანანა ვარადაშვილი – საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
42. ციცი გულედანი – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.

სრულად წაკითხვა