გერმანიის ბუნდესტაგის წევრი თომას ჰაკერი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება.
როგორც ბუნდესტაგის წევრი აცხადებს, მზია ამაღლობელი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს
„მზია ამაღლობელი დააკავეს და აიძულეს გაჩუმებულიყო. მისი დაკავება და პატიმრობაში არაადამიანური მოპყრობა არღვევს ფუნქციონალური დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითად სტანდარტებს.
ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!“, – წერს X-ზე თომას ჰაკერი
Mzia Amaglobeli was detained and forced to silence. Her detention and inhumane treatment in custody violate basic standards of a functional democracy and human rights. She must be released immediately! (TH) #Georgia https://t.co/s8AXX08ZLt
— Thomas Hacker (@hacker_fdp) January 27, 2025
პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების მე-16 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.