მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

1 month ago 20

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 18 მარტს, 17:50 საათზე გამოაცხადებს.

დღევანდელ პროცესს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას დისტანციურად ჩაერთო დაკავებული ჟურნალისტი.

მზია ამაღლობელმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მისი საქმე გაყალბებულია.

მზია ამაღლობელს ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, მან პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის მხარის განცხადებით კი დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

სრულად წაკითხვა