მზია ამაღლობელმა სოლიდარობისთვის მოშიმშილეებს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

3 hours ago 3

ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, კლინიკა ვივა მედში მოინახულა.

ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებს სთხოვს, შეწყვიტონ შიმშილობა.

“მოვინახულე დღეს ქალბატონი მზია. მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. 25-ე დღეა შიმშილობის. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და აცხადებს ისევ, რომ აგრძელებს ბრძოლას იმით, რითაც შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ ასე ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავისი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. ასევე, ერთი თხოვნა რაც გადმომცა არის ის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა”, – თქვა ადვოკატმა.

მზია ამაღლობელი გუშინ, 4 თებერვალს საღამოს საათებში კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს

სრულად წაკითხვა