მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე. ფოტო: ტვ პირველიპატიმრობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს და ონლაინ მედია საშუალებების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, ბელარუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის პრემია გადაეცა.
სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, 1988 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა დისიდენტებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის. პრიზს, რომლის ოდენობა 50 000 ევროა, ევროპარლამენტი ყოველწლიურად სტრასბურგში გამართულ ოფიციალურ პლენარულ სხდომაზე გადასცემს.
„წლევანდელი სახაროვის პრემიის ბელორუსი ანდჟეი პოჩობუტისა და საქართველოდან მზია ამაღლობელისთვის მინიჭებით, ჩვენ პატივს ვცემთ ორ ჟურნალისტს, რომელთა გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს ლაურეატების გამოცხადებისას.
This post is also available in: English
Read Next
07/10/2025 - 18:30
ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის გამარტივებულ შეჩერებას მხარი დაუჭირა
12/09/2025 - 11:34
მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ნომინანტთა შორისაა
09/09/2025 - 14:58
მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემიას გადასცემენ
07/08/2025 - 13:10
ევროკავშირი მზია ამაღლობელის დაპატიმრებას გმობს და „უსამართლოდ დაკავებული პირების“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
06/08/2025 - 14:50
ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა
04/08/2025 - 15:21

1 week ago
13







English (US) ·
Georgian (GE) ·