ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია “მთა თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს-შეკრებილი ადამიანები “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ და დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები პირველი გიმნაზიის წინ საპროტესტო აუდიტორიის წინაშე “მთის დეკლარაციას” წაიკითხავენ.
ჩვენ ქვეყანას ნაწილ-ნაწილ შლიან, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებას, რაც აქ შეკრებილებისთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენი პასუხი იმ უმსგავსობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, არც შეწყვეტილა და არც შეწყდება, საბოლოო გამარჯვებამდე, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიასთან.