WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19

ნაცმოძრაობის წევრი, ლევან სანიკიძე:

,,პარტიების აკრძალვა კატასტროფაა, მაგრამ მთავარი მზაკვრობა წულუკიანის კომისიის დასკვნის 244–274-ე გვერდებზე იკითხება.

ეს მასკარადი ოპოზიციის აკრძალვაზე მეტად სწორედ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული მოღალატეობრივი ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე დადასტურებას ემსახურება.

რუსებს ძალიან ეტკინათ ქართული მხარის მიერ სტრასბურგსა და ჰააგაში მოგებული საქმეები. ამ საერთაშორისო გამარჯვებების მიღწევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს 2008 წლის ომის გენერლებმა – ზაზა გოგავამ და მამუკა ყურაშვილმა, რის გამოც მათ წულუკიანის კომისიაზე ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ომი ჩვენ მიერ იყო პროვოცირებული, ხოლო რუსეთი არა ოკუპანტი, არამედ ჩაგრული სეპარატისტების მცველი იყო, მაშინ ყველაფრის რევიზია შეიძლება მოხდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წულუკიანის კომისიის დასკვნის ჭეშმარიტად აღიარების შემდეგ საერთაშორისო დონეზე საფრთხეს შეუქმნიან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.

ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიების იურიდიული რეგისტრაციის ბედი კი არ წყდება, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ბინძურ პროვოკაციას ამზადებენ.

რამდენიმე პარტიის იურიდიული რეგისტრაციის საკითხი მონაგონია იმასთან შედარებით, რაც საქართველოს შეიძლება ამ კომისიის დასკვნამ და ამ პროცესის შედეგად მიღებულმა გადაწყვეტილებამ დამართოს.“