მთავრობამ 7, 8 და 10 მაისი დასვენების დღეებად გამოაცხადა

2 weeks ago 17

საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღდგომის მომდევნო, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოს რჩება უფლებამოსილება, განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც უქმე დღეები არ გავრცელდება.

“დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე”, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა