მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი ეკლესიას ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

უფრო კონკრეტულად, ეკლესიას გადასცეს:

ოზურგეთის დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი;
ოზურგეთის სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 859 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.

“მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის”, – აღნიშნულია დოკუმენტში.