როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს UFC-ში ორი საამაყო ჩემპიონი ჰყავს - ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.
ილიამ ქვემსუბუქ წონაში ტიტული 2024 წლის 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა.
მერაბმა კი, ამავე წლის 15 სექტემბერს სუპერმსუბუქ წონაში შონ ომალი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა.
ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამოაცადა, რომ ორივე მებრძოლი ქვეყნისგან 1 მილიონ ლარს მიიღებდა.
27 დეკემბერს გაირკვა, რომ მებრძოლები თანხას ახლა მიიღებენ.
ცნობისთვის,. დვალიშვილმა განაცხადა, რომ მიღებულ თანხას სრულიად ქველმოქმედებას მოახმარს.