50
ქეთი მოლაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
-ეთერი ბებო, როგორ ბრძანდებით?
შორიდანვე ვხედავ წნორის ბაზრის ასახვევში, პააატარა სკამზე მჯდარ ეთერი ბებოს და მისკენ წავედი, დიდი ხანია აღარ გამოჩენილა და მოსაკითხად მივდივარ ♡
-ეჰ, აბა როგორ ვარ, მთავრობამ შენაო უფასოდ საჭმელს ვეღარ შესჭამო
და ამომაგდო სიიდან.
-რატომ ვეღარ შესჭამო?
-ბევრი გაქვსო ალბათ, რა ვიცი აბა, ჩახედეს სიას და შენ ისედაც ბევრი გაჭამეთ,
7 წელია ჩვენ გაჭმევთო.
ოჰ, რომ იცოდეთ, როგორ გავბრაზდი ამ სიტყვების მოსმენისას!
რომ იცოდეთ როგორ მომებჯინა ბურთი ყელში..
ჩვენ გაჭამეთ 7 წელიო,
81 წლის ბებოს ეუბნებიან,
ამადლიან
უფასო უკვებას..
ძვირფასო სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi,
თქვენ არ აჭმევთ უფასო სასადილოს მომსახურების მიმღებ ხალხს!
ეგ ჩვენი, ხალხის ფულია, 20% რომ იღებთ,
იქვე 4% პენსიისას რომ აყოლებთ
და ხელფასის მეოთხედს, ყველა მოქალაქეს რომ ართმევთ,
აი ეგ ფულია, რითიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ფენას, ყოფას ვუმსუბუქებთ და უფასო საჭმელს ვაწვდით!
თქვენ არაფერს არ აჭმევთ,
პირიქით, ჩვენ გაჭმევთ თქვენ!
ჩვენ გიხდით ხელფასს, რომ მართოთ ქვეყანა,
ეს მინდოდა რომ გცოდნოდათ!
რაც შეეხება ეთერი ბებოს,
რამდენჯერ შუა ზამთარში,
ყინვაში,
დამინახავს ეთერი ბებო და სული გამყინვია,
იცით, ნაგვის ბუნკერებიდან ყოველ საღამო,
მუყაოს ქაღალდებს იღებს რომ ღუმელი აანთოს.
აჰ, არასდროს დაუწუწუნია და არ იცოდით ასე რომ უჭირდა?!
ის თუ იცოდით,
შვილიშვილი,
რომელიც მასზე და მის შვილზე ზრუნავდა,
1 წელიც არ იქნება გასული, რომ გარდაეცვალა
და უმძიმესი დარტყმა რომ მიიღო ეთერი ბებომ,
აღარ იცინოდა..
ვეღარ.
ერთადერთი მარჩენალი აღარ ჰყავს ოჯახს
და თურმე უფასო სასადილოც აღარ ეკუთვნის ხომ?
ყოფილხართ ეთერი ბებოს სახლში?
იცით, რომ სილით ნაშენია მისი ნიფნიფა სახლი და კედლის ბზარებიდან სინათლე აღწევს ოთახებში,
სინათლე და სიცივე..
ამ ზამთარს, ჩემმა მეგობარმა,
ფული გამოუგზავნა ეთერი ბებოს,
გაზზე ჩაურიცხა წინასწარ,
ზამთარში იოლას გავაო,
გამათბობელსაც გიყიდით მეთქი
და არაო,
აი სოციალურს ველოდებით,
უნდა მოვიდნენ,
ნახავენ ახალ გამათბობელს და იქნება უკაპიკოდ დაგვტოვონო,
უარი მითხრა და შემდეგ კიდევ ერთი სულის გაყინვა იყო:
სოციალირიც არ დაუნიშნეს.
იყვნენ,
მივიდნენ,
ნახეს უგზო-უკვლოდ ღარიბული სახლი,
უგზო-უკვლო სიღარიბე,
სიდუხჭირე
და დედა-შვილს, სოციალურიც არ დაუნიშნეს,
81 წელის ეთერი ბებოს პენსია,
საკმარისია თურმე
ზამთარში,
კომუნალურებისთვის,
გათბობისთვის,
წყლისთვის,
წამლისთვის
და არსებობისთვის!
ირაკლი კობახიძე
კახეთისკენ რომ მოხვდები,
წნორში რომ მოხვდები,
იმ შენ წნორელ შალვა პაპუაშვილს უთხარი
აბა ერთი ეთერი ბებოს სახლი ვნახოთ,
მართლა ასე ღარიბულად ცხოვრობენ,
როგორც ის გოგო წერსო?
ჰოდა მიდით,
არ გაინტერესებთ უგზო-უკვლო სიდუხჭირე რა არის?
არ გაინტერესებთ
ყოველ ღამით,
წნორის ქუჩების ნაგვის ბუნკერებიდან,
მუყაოს ყუთები რომ ქრება,
ზამთრისთვის სად და როგორ იმარაგებენ,
რომ არ გაიყინონ?
ხანდაზნული ხალხის გაუბედურებული ყოფა არ გაინტერესებს?!
მერე გადადი სოციალურში და მოიკითხე
ეთერი ბებოს ამბავი,
რატომ არ დაენიშნა სოციალური,
ზეთს რომ ყიდის შუა ქუჩაში,
ყინვასა და პაპანაქება სიცხეში,
81 წლის ეთერი ბებო,
ან მაყვალს რომ ყიდის და თითები სულ დაკაწრული რომ აქვს,
იმიტომ არ დაენიშნა?!
ღმერთო!
ეს რა ქვეყანაში გვაცხოვრებენ,
ეს რა უგზო-უკვლოდ აღატაკებენ ხალხს და მიზანმიმართულად
თავად 16 000 ლარი გაიხადეს ხალხო პენსიები!
16 000 ლარი!
ეთერი ბებო,
ნაგვის ბუნკერებში მუყაოს ეძებს,
ამ ზამთარს რომ არ გაიყინოს,
ახლა უფასო სასადილოებიდანაც ამოუღიათ,
ისედაც ბევრი გაჭამეთო..
ამათ ჰგონიათ,
ხალხის ფული ციდან ცვივა
და ესენი სამადლოდ ზრუნავენ ჩვენზე..
ეთერი ბებომ მხნედ ვარო,
მეო ღმერთი არ მიმატოვებსო,
რა ვქნათო,
მარტო მე კი არა,
ჩემისთანა 20 კიდევ გამოუშვეს უფასო სასადილოებიდანაო და ისიც თქვეს,
იქება და რამდენიმე თვეში,
სულ დაიკეტოსო..
ჰო, აბა რა, რამდენიმე წლის წინ,
ასიათასები დახარჯეს შენობა რომ გაერემონტებინათ,
უგზო-უკვლოდ გაღატაკებულ ხალხს ლუკმა-პური რომ მისცენ,
ახლა თურმე ეგეც არ უნდათ,
ვეღარ შეჭამენ ასე ბევრს,
ადგნენ და ჯერ სოციალურებს მიადგნენ,
მოუხსნეს ხალხს სოციალურები,
ახლა უფასო სასადილოებიდან
81 წლის ბებოებს უშვებენ,
ამდენი წელი გაჭამეთ და გეყოთო..
ხალხო, მილიონებს ჰპარავდნენ თურმე უფასო სასადილოებიდან ხალხს, მილიონებს
და ახლა ყველაზე გაჭირვებული ხალხის ამოღება დაუწყიათ სიებიდან..
რა სირცხვილია,
ბურთი ყელში მაქვს მობჯენილი,
როდემდე,
როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
“ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამის პასუხი”
ანდა ხალხო მომეცით ამის პასუხი…
გაიღიმეთ მეთქი და ეჰო..
მეთქი ეთერი ბებო,
ისე გიხდებათ ღიმილი,
გაიღიმეთ,
ეჰო..
ასე გავაღიმე მხოლოდ.
#დიდქოცობისბნელიწლები
#დამპალირუსულიიმპერია
…
ასეთი ფერადი იყო შვილიშვილის გარდაცვალებამდე… მერე ისე დადარდიანდა, აღარ იცინოდა..

საერთაშიროსო alia.ge