მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟოჟოლიანი დაინიშნა

2 months ago 35

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟოჟოლიანი დაინიშნა. ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, წარადგინა.

გარდა, ამისა ირაკლი კობახიძემ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე დაასახელა.

კიდევ ერთი ცვლილება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ზურაბ აბაშიძეს შეეხო, რომელსაც აღნიშნული პოსტი წლების განმავლობაში ეკავა. ზურაბ აბაშიძე ამ პოსტზე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დარჩა.

„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟოჟოლიანი, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბატონი ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი ზურაბ აბაშიძე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სრულად წაკითხვა