Georgian Government Administration Head Levan Zhorzholiani meets Belarusian Ambassador Nikolai Rogashchuk, August 10, 2026; Photo: gov.geსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი 10 აგვისტოს ბელარუსის ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული „ურთიერთობების დინამიკა“ და „სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“ განიხილეს.
„მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული კავშირები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. „აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც ადასტურებს. საუბარი შეეხო ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს“.
თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააქტიურდა, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროპული და დემოკრატიული კურსის ცვლილების ფონზე, სულ უფრო ჩამოშორდა ქვეყნის ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებს.
This post is also available in:
Read Next
15/04/2026 - 14:18
ბელარუსი ფოტოგრაფი საქართველოდან დაბრუნებისთანავე მინსკის აეროპორტში დააკავეს
16/03/2026 - 14:27
კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
13/10/2025 - 16:08
ირაკლი კობახიძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
26/09/2025 - 13:11
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გერმანიის ელჩს შეხვდა
02/05/2025 - 18:15
„ქართული ოცნების“ მთავრობამ გაეროსთან 2026–2030 წლების თანამშრომლობის პრიორიტეტები წარმოადგინა
11/01/2024 - 23:54
civil ახალი ამბები