“მთელი ეს პოლიტიკური რიტორიკა ერთობისა სინამდვილეში სიყალბის რეკონსტრუქციაა და ძალმომრეობაზეა აგებული” – არჩილ გამზარდია

1 week ago 3

4

ლექტორი, არჩილ გამზარდია:

“ერთობა” ქართული სიტყვა კია, მაგრამ თანამედროვე ქართულად “მე რასაც ვიტყვი, ყველამ ის უნდა გააკეთოს” ნიშნავს.

ეს არის “ერთობის” თანამედროვე კონცეფცია ჩვენი პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით და ცხადია, მას არაფერი აქვს “ერთობის” როგორც ფენომენის რეალურ განზომილებასთან, რადგან ერთობის ჩვენებური გაგება პატივისცემასა და შეთანხმებას კი არა, იძულებას გულისხმობს.

შესაბამისად, მთელი ეს პოლიტიკური რიტორიკა ერთობისა სინამდვილეში სიყალბის რეკონსტრუქციაა და ძალმომრეობაზეა აგებული.

სრულად წაკითხვა