“მთვრალი რომ მოვიდეს და რამე აგიტეხოსო?” – რა უთხრა დმანისის მერმა პირს, რომელიც შიმშილობს

4 hours ago 3

1

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ლაშა ჩხვიმიანი, რომელიც დმანისის მერიასთან, საკუთარ მანქანაში,  ახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მესამე დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ დმანისის მერმა, მას უთხრა, რომ მისი უფლება გააპროტესტოს, ან თუნდაც უფლება, იდგეს ქუჩაში, ან გადაადგილდეს – დაუცველია.

“მე იმიტომ დავდექი აქ, რომ ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ, რაღაცნაირად მათთვის ხილვადი გახდეს. ბევრ რეგიონში პროპაგანდისტული ტელევიზიების გადამკიდე, ხალხმა ისიც კი არ იცის, რომ დღემდე გრძელდება უწყვეტი პროტესტი. ყველანაირად ცდილობენ რეგიონებში გააყალბონ რეალობა და მეტად ხილვადი უნდა გახდეს რეგიონებში ეს პროტესტი. უნდა იგრძნოს ხალხმა, რომ ერთად ვდგავართ და ერთმანეთის იმედით, ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ.

მერი დღესაც მოვიდა დილით. ჩვენი საუბრის დროს აქ ადამიანებმა მოიყარეს თავი. რაღაც მომენტში ის მიუბრუნდა ხალხს და უთხრა, აი, ხომ მოვიხადე ვალი, ხომ მოვედი მეორეჯერ აქ და მხოლოდ მაშინ იყო გულწრფელი.

ის ეცადა, რომ რაღაცნაირად დამმუქრებოდა კიდეც და მითხრა, რომ აქ რომ ვიღაცა მთვრალი მოვიდეს, რაღაც ამიტეხოს, მერე რა ქნას მან?! პასუხად მაშინვე ვუთხარი, რომ ძალიან კარგად შემიძლია ამ ქვეტექსტების ამოკითხვა”.

იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ შიმშილობის მეორე დღეს, დმანისელმა ექიმებმა, საკუთარი ინიციატივით მოინახულეს.

სრულად წაკითხვა