WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარა და საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავა.

დაკავებულთა შორის არიან ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.

„სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით“, — აცხადებს შსს.

დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს მათი საქართველოდან გაძევების პროცედურა.