მიგრაციის დეპარტამენტმა 20 უცხოელი დააკავა – მათ ქვეყნიდან გააძევებენ

7 hours ago 4

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე დააკავა, მიმდინარეობს სამუშაოები მათი ქვეყნიდან გაძევებაზე.

“მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე. მათ შორის არიან – ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ეგვიპტის, იორდანიის, ფილიპინების და თურქმენეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სრულად წაკითხვა