მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავა

1 week ago 11

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ შორის იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.

დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება”. – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა