მიგრაციის ნაწილში მივდივართ გამკაცრების მიმართულებით, ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი და მოწესრიგდება – პრემიერი

3 months ago 17

წაკითხვა: 79

მიგრაციის ნაწილში მივდივართ გამკაცრების მიმართულებით, ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი და მოწესრიგდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, იქნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა და მოწესრიგდება როგორც შრომითი, ისე საზღვრის კვეთის საკითხები.

„რეალურად, მივდივართ გამკაცრების მიმართულებით. ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი მიგრაციის ნაწილში და მოწესრიგდება როგორც შრომითი საკითხები, ასევე საზღვრის კვეთის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა იმისათვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სწორად მოწესრიგდეს,“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა