წაკითხვა: 27
„გადაყლაპა თუ არა დავითაძემ ტელევიზორის ნაწილი, დაუდგენელი ფაქტია. შესაძლოა, ეს მანიპულაცია ყოფილიყო, თუმცა ესეც დაუდგენელია და ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ მას დაუყოვნებლივ შევთავაზეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო შეფასება და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა სრულად უზრუნველყოფილიყო, რაზედაც მან უარი განაცხადა, კანონმდებლობის გათვალისწინებით, მისი იძულებით გადაყვანის შესაძლებლობა არ გვქონდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პაატა სალიამ უპასუხა იმ კითხვასაც, თუ რატომ არ მოხდა მყისიერად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისათვის უფლებამოსილების შეჩერება:
„თუკი მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჩვენ ამ თანამშრომელს მყისიერად შევუჩერეთ უფლებამოსილება, ხოლო მიზანი სისტემის საბოტაჟია, მაშინვე გამოჩნდება 10–20 მსჯავრდებული, რომლებიც მსგავს ამბავს მოიგონებენ. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები