"მილანი" და "იუვენტუსი" კოლო მუანისთვის იბრძოლებენ

4 days ago 4

Sky Sport Italia ირწმუნება, რომ "მილანმა" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, რანდალ კოლო მუანის სიტუაციის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

როგორც ირკვევა, ფრანგი შემტევით დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსიც". პიემონტელებს თავიანთი მთავარი ცხრიანისთვის, დუშან ვლაჰოვიჩისთვის სურთ კონკურენტის მოყვანა, თუმცა საამისოდ დიდ ბრძოლაში მოუწევთ ჩაბმა, რადგან კოლო მუანი "მანჩესტერ იუნაიტედის", "ტოტენჰემის" და "ლივერპულის" რადარებზეც იმყოფება.

ჯანლუკა დი მარციოს თუ დავუჯერებთ, "პსჟ" მზადაა, რომ 26 წლის ფეხბურთელი 6-თვიანი იჯარით გაუშვას, სანაცვლოდ კი 4 მილიონი ევრო მიიღოს.

გარდა ამისა, ნებისმიერ დაინტერესებულ კლუბს კოლო მუანის ხელფასის მთლიანად დაფარვა მოუწევს. 2024/2025 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილში ეს თანხა 5 მილიონ ევროს (+ ბონუსებს) შეადგენს.

დიდი ალბათობით, ფრანგი ფორვარდის იჯარის წესით წამყვანი გუნდი მიიღებს მისი გამოსყიდვის უფლებასაც.

26 წლის მოთამაშე "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ნდობით ვეღარ სარგებლობს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში მან თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ კოლო მუანიში პარიზელებმა ფრანკფურტის "აინტრახტს" 90 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სრულად წაკითხვა