"მილანი" პულიშიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

6 hours ago 2

იტალიური "მილანი" კრისტიან პულიშიჩისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, - იუწყება Calciomercato.com.

მოქმედი ხელშეკრულება ამერიკელს "როსონეროსთან" 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. მართალია, მასში 1 წლით გახანგრძლივების პუნქტი ისედაცაა ჩადებული, თუმცა ლომბარდიელები ამით არ კმაყოფილდებიან და "კაპიტანი ამერიკის" 2029 წლის ზაფხულამდე დაბევება სურთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ "მილანი" 26 წლის შემტევისთვის ხელფასის მომატებასაც გეგმავს. ახალი კონტრაქტით, პულიშიჩის წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევროდან 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ცნობისთვის, პულიშიჩის დაინტერესებას მერსესაიდულ "ლივერპულს" აწერდნენ.

მიმდინარე სეზონში კრისტიანმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "სან სიროს" ბინადრებს იგი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ "მილანი" ახალი კონტრაქტების გაფორმებას მაიკ მენიოსთან და ტიჯანი რეინდერსთანაც აპირებს.

სრულად წაკითხვა