მილიონების ფლანგვა რეგიონებში – რას აცხადებს აუდიტის სამსახური

1 hour ago 4

1

საქართველოს რეგიონებში გაფლანგულ ფულზე გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, და ამბობს, რომ შემოწმების შედეგად, 2025 წელს ბიუჯეტიდან ჯამში ₾36.5 მილიონის არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვა  გამოვლინდა, რის გამოც 17 საქმე პროკურატურაშია გაგზავნილი.

გაბიტაშვილის თქმით, აქედან 17 საქმიდან 4 დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე.

36.5 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტური, არაეკონომიური და არამიზნობირივი გამოყენების შემთხვევებს. ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2025 წელს მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისიათვის პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში – კონკრეტული ინფორმაცია, აქედან 4 დაერთო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მილიონ ლარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესი გამოქვევებით ხასიათდება. გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების მდგომარეობა, სადაც რეკომენდაციების მხოლოდ 36%-ია სრულად შესრულებული”, – განაცხადა გაბიტაშვილმა. 

გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

სრულად წაკითხვა