სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეხბურთელებზე:
„ფეხბურთელების უწვეტ განცხადებებს ვკითხულობ.
მილიონი რომ გაქვს სულ ახლახან საჩუქრად აღებული ოლიგარქისგან (შეიძლება არც გინდოდა, მაგრამ ვერ გაბედე უარი) და მაინც მის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებ და ოპოზიციურ განწყობებს ავლენ, ჩემი აზრით, გმირობის თუ არა, სწორი აზროვნების ტოლფასი უთუოდ არის.
ჰოდა, მგონი, უნდა დავაფასოთ! ეძახონ უმადურები მხოლოდ ქოცებმა, ჩვენ არ გვინდა.
ეს ხომ პროტესტის უნივერსალიზაციის ნიშანია? ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი ჟონავს ყველგან, ყველა სოციალურ კლასტერსა და ინსტიტუციაში. ესაა საქართველოს ევროპული გზის გამარჯვების ძირითადი ფორმულა დღეს!“