“ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა აინიცირებს. განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი იქნება.

“ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება მასობრივი საპროტესტო აქციების, საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის შემდეგ კანონპროექტი უკან გაიწვიეს.